“რა კარგი იქნებოდა ცა, რომ სარკე იყოს…”

“რა კარგი იქნებოდა ცა, რომ სარკე იყოს, მაშინ ჩვენ ვინც ცას ვუყურებთ, დავინახავდით ერთმანეთს. მე დავინახავდი მამიდას, დავინახავდი ჩემს სოფელს, მთელ ქვეყანას დავინახავდი. რამდენ უცნობ კაცს და ჩემს ტოლს დავინახავდი, რამდენი ნაცნობი მეყოლებოდა… მთელ მსოფლიოს გავიცნობდი და მთელი მსოფლიო გამიცნობდა.  რა კარგი იქნებოდა, ცა რომ სარკე იყოს. ვნახავდი ქვეყნებს, ამოვირჩევდი ყველაზე კარგ ქვეყანას, ყველაზე კარგ ხალხს და წავიდოდი, ვიმოგზაურებდი, ვნახავდი, სად არის ომი, სად სიმშვიდეა; სადაც სიმშვიდეა, ალბათ, ყველას იქ მოუნდებოდა წასვლა, ცა რომ სარკე იყოს… თუმცა, ცა რომ სარკე იყოს, მაშინ ჩვენ ყველანი დავინახავდით ერთმანეთს, ვნახავდით, რომ არა ვართ ისე ცუდები, ჩვენ რომ გვგონია, არაფრი არ გვაქვს საჩხუბარი და ომები აღარ იქნებოდა… ცა რომ სარკე იყოს, დავინახავდით, ვის უჭირს ამ ქვეყანაზე, ვის ულხინს, მერე დალხინებულები წავიდოდნენ გაჭირვებულებთან და მიეხმარებოდნენ… რა კარგი იქნებოდა, ცა რომ სარკე იყოს…”

e1839ce1839de18393e18390e183a0-e18393e183a3e1839be18391e18390e183abe18394-e28093-nodar-dumbadze2

ეს ნაწყვეტი ქართველ მწერალს, Continue reading

კომპიუტერი და ბავშვები

ბავშვის განვითარება ეფუძნება მოძრაობას, შეხებას, ადამიანებთან ურთიერთობას. განვითარების ფსიქოლოგები ასევე აღნიშნავენ ბუნებასთან შეხების, ურთიერთობის დადებით გავლენას. მოძრაობა  ბავშვს უყალიბებს, მოტორულ კოორდინაციას. შეხება ეხმარება თვითრეგულაციაში, ყურადღებისა და სასწავლო უნარების განვითარებაში. ეს ფაქტორები საუკეთესოდაა მოცემული ეზოებში, პარკებში, სადაც ბავშვები სწავლობენ სხვადასხვა უნარებს, რომლებიც წარმატებული სასკოლო ასაკისთვის და მომავალი ცხოვრებისთვის აუცილებელია. თუმცა თანამედროვე ბავშვი ნაკლებ დროს უთმობს ტრადიციულ თამაშებს და სულ უფრო და უფრო მეტ დროს უთმობს კომპიუტერთან ურთიერთობას.

2015081020384036558

კომპიუტერის ხანგრძლივ გამოყენებას  ბევრი უარყოფითი შედეგი აქვს. მიმოვიხილავ რამდენიმე მათგანს. ზოგადად 0-2 წლამდე მიმდინარეობს თავის ტვინის განსაკუთრებით სწრაფი ზრდა, რომლის განვითარებას გარემო სტიმულები განაპირობებს. კომპიუტერს მიჯაჭვული ბავშვი განიცდის მოტორული და სენსორული სტიმულების ნაკლებობას. ბავშვებს ექმნებათ ისეთი პრობლემები როგორიცაა, ყურადღების დეფიციტი, სწავლის სირთულეები, თვითმასტიმულირებელი ქცევები,  თვითრეგულაციის სირთულეები. კომპიუტერის ბოროტად გამოყენების შედეგად ადამიანი ხდება სწავლისათვის უუნარო და ემსგავსება დემენციით დაავადებულ მოხუცს. გარდა გონებრივი პრობლემებისა, ხშირია ტკივილი და დაძაბულობის შეგრძნება კისრის, ხერხემლის, ბეჭების არეში, ხერხემლის გამრუდება, მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები, თვალის ბადურის სიმშრალე, გამოფიტვა, სიმსუქ Continue reading

სტივ ჯობსის ცხოვრებიდან…

მსოფლიოში ყველაზე ელეგანტური და ინოვაციური ტექნოლოგიების შემქმნელი სწორედ სტივენ პოლ ჯობსია. მან შექმნა და ნამდვილ ჰიტად აქცია ბრენდი “Apple”.

სტივ ჯობსი ერთ-ერთი უნივერსიტეტის გამოსაშვებ ცერემონიალზე თავად უყვება სტუდენტებს მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიებს, რომელმაც მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა.

Steve_Jobs_Headshot_2010-CROP

***

“სწავლა Reed College-ში პირველი ექვსი თვის შემდეგ მივატოვე. მაგრამ, თავის საბოლოოდ დანებებამდე, კიდევ სადღაც 18 თვე მაინც დავდიოდი ლექციებზე. რატომ მივატოვე სწავლა?

ეს ჯერკიდევ ჩემ დაბადებამდე დაიწყო. ჩემმა ბიოლოგიურმა დედამ, ახალგაზრდა, გაუთხოვარმა სტუდენტმა, გადაწყვიტა გავეშვილებინე. მას გადაჭრით სურდა, რომ ჩემი ახალი მშობლები უმაღლესდამთავრებულები ყოფილიყვნენ. ასერომ, ყველაფერი შეთანხმებული იყო — მე დაბადებისთანავე იურისტი და მისი მეუღლე ამიყვანდნენ. მაგრამ, როგორც კი გამოვძვერი, ბოლო მომენტში გადაიფიქრეს ბიჭის აყვანა — გოგო უნდოდათ. ჩემ ახლანდელ მშობლებს კი, რომლებიც სიაში შემდეგ ნომრად იყვნენ, შუაღამისას დაურეკეს და კითხეს, „ბიჭი გვყავს და ხომ არ გინდათო?“ მათ კი უპასუხეს — „რათქმაუნდა!“ ბიოლოგიურმა დედამ მხოლოდ გვიან გაიგო, რომ ჩემ ახალ დედას სულაც არ ქონდა დამთავრებული უმაღლესი, ახალ მამას კი — არც სკოლა. რამდენიმე თვის მანძილზე იგი საბოლოო დოკუმენტების ხელმოწერაზე უარს ამბობდა, სანამ პირობა არ მიიღო ჩემი მშობლებისგან, რომ აუცილებლად ჩამაბარებინებდნენ ინსტიტუტში.

17 წლის შემდეგ მე მართლაც წავედი კოლეჯში. თუმცა, უნებლიედ ისეთი სასწავლებელი ავირჩიე, რომელში სწავლაც სტენფორდის ფასი ღირდა, ჩემი მშობლების თითქმის მთელი დანაზოგი კი — ჩემ მომზადებაში დაიხარჯა. ექვსი თვის შემდეგ მასში ვერანაირი ღირებულება ვერ დავინახე. ვერ ვხვდებოდი, რა მინდოდა ცხოვრებაში; და ვერც იმას ვხვდებოდი, ამის გარკვევაში ინსტიტუტი როგორ დამეხმარებოდა. ამისთვის კი მე იმ ფულს ვხარჯავდი, რომელსაც ჩემი მშობლები თითქმის მთელი ცხოვრება მიგროვებდნენ. ამიტომ, გადავწყვიტე სწავლისთვის თავი დამენებებინა და მქონოდა იმის რწმენა, რომ Continue reading

ფერისცვალების დღესასწაული

0_2c494_146154fc_XL

19 აგვისტოს მართლმადიდებლური ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს, რომელიც 12 უდიდეს დღესასწაულთა რიცხვში შედის და უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ეპიზოდს უკავშირდება. ფერისცვალების შესახებ მოგვითხრობენ მახარებლები მათე, მარკოზი და ლუკა.

უფალმა თავის მოწაფეთაგან გამოირჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა: „და იცუალა მათ წინაშე სხუად ფერად და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი“ (მათე XVII, 2). ამ დროს მაცხოვრის გვერდით ზეციური დიდებით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი იდგნენ, რომლებიც მაცხოვართან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში მოელოდა. ამის მნახველი მოწაფეები გამოუთქმელმა ნეტარებამ მოიცვა და პეტრემ წამოიძახა: „მოძღუარ კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფა. და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა, ერთი მოსესა და ერთი ელიაისა“ (ლუკა IX, 33). ამ სიტყვების თქმის შემდეგ ნათელი ღრუბელი დაადგრა მათ, ხოლო ღრუბლიდან მოისმა ხმა ღვთისა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხვნენ, მათთან იესო მივიდა, ხელი შეახო და უთხრა: „აღდეგით და ნუ გეშინინ“ (მათე XVII, 7). როცა მათ მიმოიხედეს, მოსე და ელია აღარსად იყვნენ.

მთიდან ჩამოსვლისას მაცხოვარმა გააფრთხილა მოწაფეები, რომ ეს ამბავი არავისთვის გაემხილათ, ვიდრე მკვდრეთით არ აღდგებოდა.

თაბორის მთაზე ფერისცვალებით უფალმა მოწაფეებს ხილული სახით უჩვენა თავისი ღმრთაებრივი დიდება – ღვთაებრივი, შეუქმნელი, მარადიული, ნათელი Continue reading

“მე ჩემი საუკუნის კულტურისა და ხელოვნების სიმბოლოს წარმოვადგენ„ (ოსკარ უაილდის შესახებ)

Oscar-Wilde_1996173bცნობილი დრამატურგი, მწერალი და პოეტი 1854 წლის 16 ოქტომბერს, დუბლინში მოევლინა ქვეყანას. ოსკარ უილდი გახლდათ ელეგანტური, ნიჭიერებითა და ქარიზმატულობით დაჯილდოვებული პიროვნება, რომელიც თავს ყოველთვის ნამდვილ ხელოვანად თვლიდა. ახალგაზრდობის წლებში უაილდი თავდავიწყებით იყო შეყვარებული ფლორენცია მალკომბზე, რომელიც მოგვიანებით „დრაკულას „ავტორს გაყვა ცოლად. ოსკარს დიდხანს არ უდარდია და 3 წლიანი ეპისტოლარული სიყვარულის შემდეგ, ცოლად კონსტანს ლოიდი შეირთო რომელთანაც 2 ბიჭი შეეძინა. პირველ პერიოდში ის სამაგალითო მამა და ქმარი იყო, მაგრამ ფუფნების და გართობის სიყვარულმა, მაინც თავისი გაიტანა და მისთვის თავისუფლება ოჯახის სიყვარულზე ძვირფასი აღმოჩნდა.

2r4limb

32 წლის ქორწინებაში მყოფმა უალდმა შექმნა ზღაპრები რომელსაც თავდაპირველად თავისი შვილებისთვის თხზავდა, მოთხრობები და საკულტო რომანი“ დორიან გრეის პორტრეტი“.უაილდი ზედმიწევნით გავდა თავის, გმირს დორიან გრეის. ორიგინალში ის ზუსტად ასეა დახასაითებული – ცისფერთვალება, ქერა თმიანი არისტოკრატი, დახვეწილი მანერებითა და ქარიზმატული გარეგნობით.დორიან გრეის მუქთმიანი პერსონაჟი მოგვიანებით კინემატოგრაფების სურვილით ჩანაცვლდა. “დორიან გრეის პორტრეტს” მოჰყვა მისი თეორიული წერილების წიგნი „ჩანაფიქრები“, პიესები, რომლებსაც ასევე აღტაცებით იღებდა საზოგადოება. მათ შორის „სალომეა“ ფრანგულად…

მედიცინაში არსებობს დაავადება „დორიან გრეის სინდრომი“ —, ფიზიკური დაბერების შიში. ოსკარ უაილდმა მედიცინას ახალი „იდეა“ მოაწოდა – ახალგაზრდობის შენარჩუნება, რომელიც თანამედროვე მედიცინამ პლასტიკური ქირურგიის წყალობით გახადა შესაძლებელი.

„ბრწყინვალე ოსკარი“, როგორც მას უწოდებდნენ, ამხილეს ჰომოსექსუალურ კავშირში Continue reading

დამაფიქრებელი ხმები…(მე და მუსიკა)

large

მუსიკა, როგორც ვიცით ხელოვნების სახეა, რომელიც ასახავს სინამდვილეს და აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე.  მას შეუძლია კონკრეტულად და დამაჯერებლად გადმოსცეს ადამიანთა ემოციური მდგომარეობა.

ადამიანების გარკვეული კატეგოორიისათვის მუსიკა შეიძლება ცხოვრების თანამგზავრადაც ჩავთვალოთ. ამ ადამიანებისთვის წარმოუდგენელია ცხოვრება მუსიკის გარეშე… ხშირად ვზივარ და ვფიქრობ, როგორ ვიცხოვრებდი, რომ არა მუსიკა. უმეტეს შემთხვევაში არ მაქვს ჩამოყალიბებული პასუხი, თუმცა მგონია, რომ სრული გიჟი, ფსიქოპათი ვიქნებოდი. ხშირად ვიმეორებ ფრაზას “მუსიკა ჩემი ნარკოტიკია”. სხვაგვარად სიტყვებით ძნელია გადმოვცე ის დამოკიდებულება, რაც მუსიკის მიმართ მაკავშირებს.

large

წლების განმავლობაში იცვლება ადამიანის გემოვნება და იცვლება მუსიკაც, თუმცა ყველა ჟანრს ჰყავს თავისი ერთგული მსმენელი. ადამიანი, განწყობის და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, ირჩევს საყვარელ მუსიკასაც.

მუსიკა არ არის მხოლოდ ხელოვნების სახე. ის უდიდეს როლს ასრულებს ადამიანის განვითარებასა და ჩამოყალიბებაში. ვფიქრობ, მუსიკას უდიდესი როლი მიუძღვის ჩემი გემოვნების, აზროვნების და სხვ. ჩამოყალიბებაში. მუსიკა მაიძულებს ვიფიქრო, ვიაზროვნო, გავიგო, მოვუსმ Continue reading

კრუბერის გამოქვაბული აფხაზეთში

გამოქვაბული, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ღრმაა, დღემდე აღმოჩენილ გამოქვაბულებთაგან სწორედ ჩვენს ქვეყანაში, აფხაზეთის მხარეში მდებარეობს.  კრუბერის გამოქვაბულის სიღრმე 2191 მეტრია. ქართველმა ბიოლოგებმა ის 1960 წელს აღმოაჩინეს, ხოლო სახელი ცნობილი რუსი გეოგრაფის ალექსანდრე კრუბერის საპატივცემულოდ უწოდეს, რომელიც დასავლეთ კავკასიონის მთებს იკვლევდა  მე-20 საუკუნის დასაწყისში…

2016022900573267247

მღვიმის სრული სიგრძეა 13.432 კმ. 1987 წლამდე ის მხოლოდ  340 მეტრის სიღრმეზე იყო გამოკვლეული,  ხოლო 1999 წლიდან  დაიწყო მისი  სისტემატიური კვლევები.  2001 წელს უკრაინის სპელეოლოგთა გაერთიანების მკვლევარებმა მიაღწიეს  1710 მეტრ  სიღრმეს.  გამოქვაბულების მკვლევართა ჯგუფმა  CAVEX -მა უკრაინელი მკვლევარის ოლეგ კლიმჩუკის ხელმძღვანელობით  2005 წლის ივლისში მიაღწია 2040 მეტრს, ხოლო ოქტომბერში  2164-ს.  2007  წელს ოლეგ კლიმჩუკის ექსპედიციამ გაზარდა გამოკვლეული არე 2191 მეტრამდე და 13 კილომეტრით დაშორებულ შავი ზღვის ზედაპირამდე რჩება დაახლოებით  60 მეტრი.  არსებობს ვარაუდი, რომ  მისი სიღრმე უფრო დიდია, ვიდრე დღეს არის ცნობილი.

2016022900501167247

მღვიმეში გვხვდება მინიატურული სტალაქტიტები, სტალაგმიტები, ფარდები, ადგილობრივი წარმოშობის ნგრეული და გამოფიტვის მასალა. ჰავა სტატიური. არის ასევე წყლის ნაკადები და პატარა ტბებ Continue reading

ვიქტორიას სეკრეტი (Victoria’s Secret)

ბრენდი ვიქტორია სეკრეტი (Victoria’s Secret) შეიქმნა 1977 წელს სან–ფრანცისკოს გარეუბანში. მისი დამფუძნებელია სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული როი რაიმონდი.
320px-Victoria's_Secret_Store_9,_722_Lexington_Ave,_New_York,_NY_10022,_USA_-_Dec_2012
ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ ერთ მშვენიერ დღეს როი რაიმონდმა გადაწყვიტა თავისი საყვარელი მეუღლისათვის  ეჩუქებინა ქალის ლამაზი თეთრეული. მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ მაღაზიის გამყიდველები უხერხულობას გრძნობდნენ მამაკაცთან ქალის თეთრეულის შერჩევაში დახმარების პროცესში, ყიდვის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.
სწორედ მაშინ როის გაუჩნდა იდეა გაეხსნა ქალის თეთრეულის საკუთარი მაღაზია. პირველი ვიქტორია სეკრეტის მაღაზია გაიხსნა სტენფორდის სავაჭრო ცენტრში. მისი ინტერიერი იყო არაჩვეულებრივად მყუდრო. კედლებს ამშვენებდა ხის პანელები და დამშვენებული იყო ვიქტორიანული ეპოქის ელემენტებით.
13407000_10154316453504090_7312203672018341873_n
პროდუქცია გამოფენილი იყო როგორც ჩვეულებრივად, კედლების გასწვრივ, ასევე მანეკენებზე კომპლექტების სახით. ასეთი განლაგება ძალიან მოსახერხებელი იყო პროდუქციის ასარჩევად როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვისაც. ამასთან სპეციალურად შერჩეულ და მომზადებული მომსახურე პერსონალს შეეძლო პასუხი გაეცა მომხმარებლის ყველა კითხვაზე.
კიდევ ერთი სიახლე იყო ვიქტორია სიკრეტის კატალოგები, რომლებიც იგზავნებოდა ფოსტით მათთვის, ვისაც გარკვეული მიზეზების გამო არ სურდა ან არ შეეძლო მაღაზიაში მისვლა თეთრეულის ასარჩევად. კატალოგები საშუალებას აძლევდნენ კლიენტებს შეერჩიათ პროდუქცია სახლიდან გაუსვლელედ.
გაყიდვების მიმართ ასეთი მიდგომა გახდა თეთრეულის გაყიდვაში ნამდვილი რევოლუცია არა მარტო ამერიკაში, არამედ მთელს მსოფლიოში. როი რეიმონდის ბიზნესმა მისი 5 წლიანი მმართველობის მანძილზე უდიდეს წარმატებას მიაღწია. გახსნილი იქნა 6 მაღაზია და ამავე დროს კარგად მუშაობდა კატალოგებით პროდუქციის გაყიდვა.

Continue reading

დრედები

large

ბოლო დროს საკმაოდ აქტუალური გახდა ვარცხნილობა, სახელად დრედები. დრედები აღფრთოვანებას არამარტო თინეიჯერებში, არამედ ზრდასრულ ადამიანებშიც იწვევს, როგორც ქალებში, ისე კაცებში, თუმცა უმეტესობამ არც კი იცის რასთან ასოცირდება ის…

სიტყვა ითარგმნება როგორც შემზარავი კულულები ან მკვდარი კვანძი. დრედები არ არის კონკრეტული რეგიონიდან ან ეთნიკური ჯგუფიდან წამოსული. მას ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს. არსებობს ცნობები, რომ ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ჰქონდათ მსგავსი ვარცხნილობები რომაულ იმპერიაში, ეგვიპტეში. დრედებს ადრე უფრო სხვა დატვირთვა ჰქონდა, ვიდრე დღეს. ამ ვარცხნილობით ადამიანები ღვთისმოშიშობას გამოხატავდნენ. ბიბლიაშიც არის ნახსენები, რომ სამსონის ვარცხნილობაც დრედები გახლდათ და ეს იყო მისი სიძლიერის ნიშანი.

წყაროებში ვეცნობით, რომ როცა თმას არ იჭრი და ინახავ მაშინ ენერგიას იგროვებ. ყოველ შემთხვევაში, ადრე ასე ითვლებოდა და ის მხოლოდ ძლიერ ადამიანებს ჰქონდათ. ამ ვარცხნილობას იყენებდნენ პროტესტის გამოხატვის მიზნითაც. მაგალითად, ეთიოპიაში მოხდა რამდენიმე შემთხვევა – ხალხი აჯანყდა და ამბობდნენ, რომ სანამ მიზანს არ მიაღწევდნენ, დრედებს არ მოიჭრიდნენ.

c9f62f0a79fe9066f25d29e4e7ca295d

ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს არამარტო ხელოვნური, არამედ ბუნებრივი დრედ Continue reading

ძილი და ჯანმრთელობა

2016020100030476543

შეიძლება ითქვას, რომ ძილი ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებს ის ბოლომდე არ გამოუკვლევიათ, ისინი ამას შემდეგნაირად ხსნიან: ძილი – მაღალგანვითარებული ორგანიზმის პერიოდული ფიზიოლოგიური მდგომარეობა, რომელსაც განსაზღვრავს თავის ტვინის მთელი რიგი სტრუქტურების კოორდინაციული მოქმედება.

ადამიანს შეუძლია გაძლოს უფრო დიდხანს საჭმლის გარეშე, ვიდრე ძილის გარეშე. ძილი – ეს არის ყველაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი რამ ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ყველას კარგად მოგვეხსენება რა უარყოფით ცვლილებებს იწვევს უძილობა ადამიანში. გარდა დაღლილობისა და მოთენთილობისა ჩვენთვის საჭიროა უკეთ ვიცოდეთ ძილის იმ დეფიციტის შესახებ, რომელიც ისეთი მექანიზმების ამოქმედებას ახდენს, რომელიც მძიმე დაავადებების განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს.

არასრულფასოვანი ძილი იწვევს არტერიული წნევის ციფრების მატებას, სტრესის ჰორმონების დონის ზრდას, სისხლში შაქრის დონის კონტროლისა და ჰორმონ ლეპტინის (განსაზღვრავს სიმაძღრის გრძნობას) წარმოქმნის დარღვევას. Continue reading