ნორვეგიის მეფე საური (ძაღლი)

 

მკითხველო მინდა შემოგთავაზოთ მეტად უცნაური ამბავი ძაღლისა, რომელიც ნორვეგიის მეფე გახდა. ეს საოცარი ამბავი XII საუკუნის ნორვეგიულ ისტორიულ ქრონიკებშია მოთხრობილი. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მოვლენის ირგვლივ სხვადასხვა ვერსიებია გავრცელებული, მათ შორის არსებობს ყველაზე რეალური ვერსია, რომელიც მინდა შემოგთავაზოთ.

მას შემდეგ რაც ნორვეგიის მეფე  ეისტეინ I მაგნუსონმა ტრონჰეიმის მიწები დაიპყრო, იქ მმართველად თავისი ვაჟი – ენუნდი განაწესა, მაგრამ ტრონჰეიმელები დამპყრობლის უღელს არ შეურიგდნენ და აჯანყება მოაწყვეს, მათ მიერ წარმოებულ აჯანყებას კი ეისტეინის ვაჟი – ენუნდი შეეწირა. ეისტეინ მაგნუსონი იმდენად იყო განრისხებული, რომ ბუნტი არაადამიანური და საზარელი სისასტიკით ჩაახშო. გამძვინვარებულმა მეფემ, რომელმაც კვლავ დაიმორჩილა ტრონჰეიმელები, იმისთვის, რომ ისინი განსაკუთრებულად დაემცირებინა, შემდეგი წინადადება წაუყენა. ტრონჰეიმელებს თავიანთ მეფედ მონა სახელად ტორერ ფაქსი, ან ძაღლი სახელად საური უნდა აერჩიათ. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს დამონებულმა ადგილობრივმა მოსახლეობამ თავიანთ მეფედ ძაღლი საური აირჩია. ასეთი არჩევანის გაკეთების მიზეზი გახლდათ ის ფაქტი, რომ ტრონჰეიმელთა გათვალისწინებით ძაღლს ადამიანისგან განსხვავებით ცოტა ხსნის სიცოცხლე გააჩნდა და შესაბამისად მისი მმართველობისაგან ადრე საიხსნიდნენ თავს. თუ რამდენი ხსნის მანძილზე მეფობდა საური ტრონჰეიმში ზუსტად დაუდგენელია, თუმცა ვარაუდობენ, რომ მან 3 წელი იმეფა. ის ფაქტი, რომ საური ოფიციალურად იქნა მეფედ კურთხეული, გააჩნდა საკუთარი სამეფო სასახლე და ოქროს საყელური დანამდვილებით ცნობილია. გადმოცემების თანახმად მას სპეციალური ეტლითაც კი ატარებდნენ. მეფე საური ნადირობისას მოკვდა, ის მგლებმა დაფლითეს.

წარმატებისთვის…

shutterstock_71149627წარმატება – აი რისთვის ვიბრძვით! მრავალი ადამიანი აღნიშნავს, რომ წარმატება არა მარტო ”ფულის კეთებას” არამედ საკუთარი თავის განვითარებასაც გულისხმობს, იმისათვის, რომ სხვებისათვის მნიშვნელოვანი გავხდეთ. თუმცა სიტყვა წარმატებას ყველა ადამიანისთვის განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. ზოგისთვის წარმატება ესაა შესაძლებლობა, მარცხს მარცხზე განიცდიდე, მაგრამ შეინარჩუნო ენთუზიაზმი, ზოგიერთისთვის წარმატება არის სრული ჰარმონია მისი მატერიალური და სულიერი კომპონენტები. ზოგისთვის კი ჯანმრთელობა, ეს უკვე წარმატებაა. ყველაფრის მიუხედავად ყველას გვჭირდება წარმატება ცხოვრებაში, ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ წარმატებულები თუმცა ხშირ შემთხვევაში არ ვიცით საიდან დავიწყოთ ამის განხორციელება. მკითხველო! ვთვლი, რომ წარმატებითვის პირველ რიგში შრომაა საჭირო. ვერ წარმომიდგენია შრომის გარეშე ვინმე წარმატებული გახდეს. იშრომეთ და აუცილებლად მიაღწევთ, თუმცა შესაძლებელია ვიშრომოთ, მაგრამ შედეგი არ იყოს, ეს იმიტომ ხდება, რომ სამუშაოს არასათანადოდ ავირჩიეთ. სამუშაო აირჩიეთ, ყოველთვის გულით და არა იმიტომ, რომ ეს ვიღაცას უნდა. არსებობს ისეთი გარემოებები, რომლებიც წარმატების მიღწევაში ხელს გვიშლის და ერთ-ერთი არიან ადამიანები, რომლებიც დაბლა გვექაჩებიან, ამიტომ წარმატების მისაღწევად საჭიროა გავითვალისწინოთ, რომ ირგვლივ გვყავდეს ისეთი ადამიანები, რომლებიც აღგვამაღლებენ. ხშირად, როცა ჩვენს სურვილებს და განზრახვებს სხვებს ვუზიარებთ გვეუბნებიან, რომ -თქვენმა მატარებელმა უკვე ჩაიარა. მაგრამ გახსოვდეთ – არსებობენ კიდევ  თვითმფრინავები და იახტები. თუ თქვენ გსურთ, გქონდეთ ის რაც არასდროს გქონიათ მოგიწევთ გააკეთოთ, ის რაც – არასდროს გაგიკეთებიათ. უნდა გავაკეთოთ, ის რაც სხვებს არ სურთ და უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც სხვებს არ შეუძლიათ 🙂 ხშირად ისეთი ადამიანები გვიცრუებენ იმედებს, რომლებზეც ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ გვიღალატებდნენ. ცხოვრებაში ძალიან ნურავის დაეყრდნობით – რადგან ჩვენი ჩრდილიც კი გვტოვებს, როცა სიბნელეში შევდივართ. ცხოვრება თამაშია – ხან წავაგებთ, ხან კი მოგიგებთ. ყოველთვის ვერ იქნება ისე, როგორც ჩვენ გვსურს, მაგრამ როცა ვაგებთ უბრალოდ უნდა გავიღიმოთ ამით გამარჯვებული კარგავს მოგების გემოს! თუ შეგიძლიათ იცხოვროთ სამყაროში და გახსოვდეთ, რომ სამყარო მხოლოდ სპექტაკლია, თქვენ იქნებით თავისუფალი, ვერ შეგეხებათ ტანჯვა. ტანჯვა შედეგია ცხოვრებისადმი სერიოზული დამოკიდებულებისა, ნეტარება – თამაშის. მიიღეთ ცხოვრება როგორც თამაში, იმხიარულეთ მისით. წარმატებისთვის კიდევ უამრავი რჩევა შემიძლია მოგცეთ, როგორც თქვენ, ასევე ჩემს თავსაც თუმცა 3 ყველაზე მნიშვნელოვანი და საფუძვლიანი ეს არის არასდროს არ თქვათ უარი საკუთარი იდეის განხორციელებაზე, გაეცით და გაუზიარეთ ცოდნა – ეს წარმატების ერთ-ერთი მყარი საფუძველია. არასდროს შეჩერდეთ, იარეთ წინ და უკან მხოლოდ გამოცდილებისთვის მოიხედეთ. 

ყველას უდიდეს წარმატებას გისურვებთ! ♥

 

ის რაც აქამდე არ ვიცოდით კინოს შესახებ

არ არსებობს ადამიანი, ვისაც ფილმების ყურება სიამოვნებას არ ანიჭებს. მეტიც ზოგიერთისთვის ეს უბრალოდ ჰობია. ნებისმიერ ჩვენგანს გვაქვს საყვარელი ფილმი, რომლის ყურებაც არასდროს მოგვბეზრდება თუმცა ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით კინოს შესახებ. რა ხდება კადრს მიღმა? ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ფილმის გადაღება ადვილი საქმე არ არის, ამისთვის ბევრი ძალისხმევაა საჭირო, ყველაფერი კი კინოსტუდიიდან იწყება.p70056b9da6f46847 კინოსტუდია ინტერესდება ნაწარმოებით ან სცენარით, რომელზეც გეგმავს ფილმის გადაღებას. ის გამოყოფს გადასაღებ მოედანს და თანხას რომელსაც აძლევს პროდიუსერს. პროდიუსერი ირჩევს და ქირაობს რეჟისორს და სცენარისტს. რეჟისორი და სცენარისტი ირჩევს დიალოგების ავტორს და დრამატურგს. რეჟისორი არჩევს კომპოზიტორს, მხატვარს, მსახიობებს და გადამღებ ჯგუფს, გადამღებ ჯფუფში შედიან ოპერატორები, გამნათებლები, ხმის რეჟისორი, ხმის ოპერატორი და მონტაჟის რეჟისორი რომელსაც ვიზუალურ ეფექტებთან დაკავშირებით თავისი ჯგუფი ჰყავს. პირველ რიგში საჭიროა ნაწარმოების სცენარად გადატანა, დიალოგების დახვეწა და დრამატიზმის დაემატება, რომელსაც სცენარისტი დიალოგების ავტორი და დრამატურგი აკეთებენ.
შემდეგ სცენარი მიდის რეჟისორთან რომელიც მხატვართან, ოპერატორთან, მონტაჟის რეჟისორთან და მსახიობებთან ერთად იწყებს კადრირებას და სარეჟისორო სცენარის დაწერას. სარეჟისორო სცენარი ფილმის ეპიზოდებად დაყოფა და ამ ეპიზოდების თითოეულ კადრად დაყოფას გულისმობს, თითოეულ კადრზე ოპერატორი არჩევს კამერით გადაღების სტანდარტებს, ხედებს. მხატვარი კი პატარა ჩანახატის სახით ხატავს კადრს, მონტაჟის რეჟსორი უთითებს რომელი კადრს რა კომპიუტერული გრაფიკის დატვირთვა ექნება, რის გადაღება ღირს კამერით და რის შექმნა ვიზუალური ეფექტების დახმარებით, სად იქნება საჭირო მწვანე ფონი. კოორდინატორი ურჩევს ადგილებას სადაც მიზანშეწონილი იქნება ამა თუ იმ ეპიზოდის გადაღება.
სარეჟისორო სცენარის დასრულების შემდეგ იწყება ფილმის გადაღება, რომელსაც ერთი მთავარი ოპერატორი იღებს რამდენიმე დამხმარე ოპერატორთან ერთად, არსებობს სცენები სადაც 30 კამერაც დასჭირვებიათ.

movie-filmingგადაღებები წინასწარ დაგეგმილი და განსაზღვრულია, რეჟისორს უწევს ერთიდაიგივე სცენის რამდენჯერმე გადაღება რადგან რაც შეიძლება ბუნებრივი და მიმხიდველი გამოვიდეს, გადაღებები შეიძლება ბოლოდან ან შუიდანაც დაიწყოს და გადაღებული იყოს არეული მიმდევრობით. Continue reading

ჰოლივუდი

hollywood-signნებისმიერმა ადამიანმა იცის, სად არის ჰოლივუდი – კინოინდუსტრიის ეს უზარმაზარი ფაბრიკა. იცის, რომ მის ქუჩებში შეიძლება შემთხვევით გადააწყდეს კევინ კოსტნერს, ანჯელინა ჯოლის და უამრავ სხვა ვარსკვლავს, მაგრამ ოცნებების ახდენის ქალაქის ისტორიისთვის ბევრს ყურიც არ მოუკრავს. მოდით, ერთად გავეცნოთ მას.

losangelesჰოლივუდის ისტორია ჯერ კიდევ შორეულ წარსულში იღებს სათავეს, იმ დროიდან, როდესაც ესპანელი დამპყრობლები პირველად მიადგნენ ამერიკის კონტინენტს, ადგილობრივი ინდიელები დაიმორჩილეს, მათი უმრავლესობა კონტინენტის სხვა მხარეს გადაასახლეს და ეს მიწები ესპანეთის სამეფოს დაუქვემდებარეს. Continue reading

გასეირნება კალიფორნიაში ✿

politifact-photos-california-welcome

შტატ კალიფორნიაში 38 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. თანამედროვეობასთან ერთად იგი უამრავი ღირსშესანიშნავი ადგილით  და უცნაურობით გამოირჩევა, მის მშვენიერებაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ. მკითხველო დღეს შემოგთავაზებთ ამ ულამაზესი შტატის მეტად მშვენიერ ადგილებს, ღირსშესანიშნაობებს, ენდემურ ფაუნას და მათი ცხოვრების სტილს. მინდა ჩემთან ერთად გაიგოთ  ის რის შესახებაც გსმენიათ, ან არ გსმენიათ!

ბოულინგის ბურთის სანაპირო (Bowling Ball Beach)

Bowling Ball Beach, California

ეს სანაპირო სწორედ კალიფორნიაში მდებარეობს, სადაც დიდი სფერული ქვები, ბოულინგის ბურთის მსგავსი, გაბნეულია მთელ სანაპიროზე. ეს გამოწვეულია მილიონობით წლის ეროზიის შედეგად, არის საკმაოდ იშვიათი გეოლოგიური მოვლენაა, რომელიც დაფიქსირებულია მსოფლიოს რამოდენიმე ადგილას.

დისნეილენდი (Disneyland)

disneyland

უოლტ დისნეის მიერ დაარსებული გასართობი პარკი დისნეილენდის სახელწოდებითაა ცნობილი. მდებარეობს ქალაქ  ანაჰაიმში. Continue reading

ლეონარდო დიკაპრიო

   41 წლის ამერიკელი მსახიობისა და კინოპროდიუსერის სრული სახელი და გვარია ლეონარდო ვილჰელმ
დიკაპრიო. ლეონარდო დღეს საკმაოდ წარმატებული მსახიობი და კინოპროდიუსერია, მას უამრავ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.
მსახიობმა სახელი “ტიტანიკში” (Titanic) მონაწილეობის შემდეგ გაითქვა, ამის შემდეგ კი მისი
სამსახიობო კარიერა რა თქმა უნდა გაგრძელდა და მიიღო ისეთ ფილმებში მონაწილეობა, როგორიცაა:
“დამიჭირე თუ შეძლებ” (Catch me if you can) ; “ნიუ-იორკის ბანდები “(Gangs of New York) ; “დიდი გეტსბი” (The Great Gatsby) ; “უოლ-სტრიტის მგელი” (The Wolf of Wall Street) ; “შურისმაძიებელი” (The Revenant) და ა.შ. მათგან ყველაზე წარმატებული 2015 წელს გადაღებული ფილმი, “შურისმაძიებელი” (The Revenant) აღმოჩნდა და სულ ახლახანს მსახიობმა პირველი ოსკარი მოიპოვა  ლოს-ანჯელესში “ოსკარების” გადაცემის 88-ე დაჯილდოების ცერემონიალზე, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. ცერემონია 2016 წლის 28 თებერვალს გაიმართა.

   მკითხველო! ამ თემის შემოთავახება გადავწყვიტე იმიტომ, რომ ვფიქრობ ლეონარდო დიკაპრიო ჩვენი დროის ერთ-ერთი წარმატებული და ნიჭიერი მსახიობია და ის არამარტო ჩემს არამედ ჩემი ასაკის თითქმის ყველა თინეიჯერის ყურადღებას იქცევს და თქვენშიც აუცილებლად გამოიწვევს ინტერესს.